ქეცბაიას გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT
ქეცბაიას გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურის გამოტოვებული შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და ფინალურ ექვსეულში მოსახვედრად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ფამაგუსტელებმა „ანტონის პაპადოპულოს არენაზე“ ერთ-ერთ ლიდერს, ლიმასოლის „არისს“ უმასპინძლეს და 3:1 გაიმარჯვეს. ქეცბაის გუნდისთვის თამაში რთული გამოდგა, რადგან თავიდან მეტოქე დაწინაურდა. „ანორთოსისის“ კარში შეუცვლელად იდგა გიორგი ლორია, რომელმაც საიმედოდ ითამაშა და გუნდი ორ ეპიზოდში აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

ლიმასოლის გუნდმა ანგარიში მე-13 წუთზე მონე-პაკეს გოლით გახსნეს. „ანორთოსისმა“ ანგარიში მალე გაათანაბრას. 23-ე წუთზე „არისის“ კარი ქრისტოფიმ აიღო. ქეცბაიას გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა. 48-ე წუთზე ვარდამ მცველის შეცდომით ისარგებლა და გუნდი დააწინაურა, ხოლო 73-ე წუთზე ლიმასოლელებს მესამედ ქრიზოსტომომ გაუტანდა საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3:1 „ანორთოსისის“ სასარგებლოდ.

თემურ ქეცბაიას გუნდმა 20 ტურის შემდეგ 30 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, რაც ექვსეულში მოხვედრის და ევროსაგზურისთვის ბრძოლის უფლებას იძლევა.