ქეცბაიას გუნდმა კაჭარავას გოლით გაიმარჯვა
ქეცბაიას გუნდმა კაჭარავას გოლით გაიმარჯვა

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი ნიკა კაჭარავას გოლით 2:1 მოიგო.

ფამაგუსტელები კვიპროსის ჩემპიონატისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადებიან. ამჯერად, „ანორთოსისის“ მეტოქე მეორე ლიგის არადიპუს „ომონია“ გახლდათ.

ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ თორნიკე ოქრიაშილი იყო, ხოლო ნიკა კაჭარავა და ბუბა დაუშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩდნენ, გიორგი ლორია კი ქეცბაიამ დაასვენა.

პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, მეორე ნახევარში კაჭარავა მოედანზე ოქრიაშვილის ნაცვლად შევიდა, 47-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:1.