ქეცბაიას გუნდმა „ეთნიკოსთან“ მოიგო - „ანორთოსისში“ სამივე ქართველმა ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში პირველი შეხვედრა მოიგო – თემურ ქეცბაიას გუნდმა ახნასეთმიკოსს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

კოსტაკის არტიმატასმა (მე-10 წუთი) და ლაზაროს ქრისტოდულოპულოსმა (42 – პენალტი) პირველ ტაიმში „ანორთოსისი“ ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურეს. 48-ე წუთზე, ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ, გაუქმდა მსაჯის გადაწყვეტილება „ანორთოსისის“ კარში პენალტის დანიშვნის შესახებ, რადგან „ეთნიკოსის“ მოთამაშეს თამაშგარე დაუფიქსირდა. მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე „ეთნიკოსმაპაულიუს არაიურის ავტოგოლით ანგარიში მაინც შეამცირა და „ანორთოსისმა“ 2:1 მოიგო.

„ანორთოსისის“ კარში შეუცვლელად იდგა გიორგი ლორია, რომელმაც ფამაგუსტელები ხუთჯერ გადაარჩინა და მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ნიკა ნინუა მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ნიკა კაჭარავა – მე-80 წუთზე. 87-ე წუთზე კაჭარავას პასით გატანა ნინუას შეეძლო, მაგრამ საჯარიმო ხაზიდან დარტყმული კარს ააცილა.

კვიპროსის ჩემპიონატში სამი ტური გაიმართა, მაგრამ „ანორთოსისმა“ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა – ქეცბაიას გუნდმა პირველი ტური ევროთასებზე მონაწილეობის გამო გამოტოვა და სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა.