ქეცბაიას გუნდის სამბურთიანი გამარჯვება - ქვილითაიამ მეათე გოლი გაიტანა
ქეცბაიას გუნდის სამბურთიანი გამარჯვება - ქვილითაიამ მეათე გოლი გაიტანა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ სტუმრად ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში დააყენა გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია. სამწუხაროდ, თორნიკე ოქრიაშვილი ჯერაც ვერ მომჯობინდა და განაცხადში ამჯერადაც არ იყო.

ანორთოსისმა“ შეხვედრა კარგად დაიწყო და საწყის წუთებში უკვე 2:0-ს იგებდა. მე-9 წუთზე სტუმრები ნიკოს კალცასმა დააწინაურა, ხოლო 23-ე წუთზე ნიქაოზიელთა საჯარიმოში გიორგი ქვილითაია წააქციეს, ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გოლად აქცია და ანგარიში 2:0 გახადა. ტაიმი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმში თავი ისევ კალცასმა გამოიჩინა და 56-ე წუთზე ქეცბაიას გუნდი 3:0 დაწინაურდა. ქეცბაიამ ქვილითაია 76-ე წუთზე შეცვალა, მანამდე მან (42-ე წუთზე) ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო, ხოლო შეხვედრა „ანორთოსისის“ გამარჯვებით დასრულდა 3:0.

კვიპროსის სუპერლიგაში გამართული მე-19 ტურის შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 36 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, ლიდერ „აპოლონს“ კი ქულით ჩამორჩება. გიორგი ქვილითაიამ 12 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში „აპოლონის“ ფრანგ შემტევს ნიკოლა დეგიუნს და „დოქსასჩრდილომაკედონიელ თავდამსხმელ ბერატ სადიკს დაეწია.