ქეცბაიას გუნდი სპარინგში დამარცხდა – დაუშვილი არ იყო, კაჭარავამ სახე გამოაჩინა

07:30, 26.07.2020

თემურ ქეცბაიას ფანმაგუსტას „ანორთოსისმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და დამარცხდა.

ფამაგუსტელები ლარნაკას „აეკ“-ს დაუპირისპირდნენ, მატჩის დასაწყისშვე, მე-12 და მე-15 წუთებზე, ორი გოლი გაუშვეს და საბოლოოდ 0:2 წააგეს.

პირველი მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ძირითად შემადგენლობაში ყველა ქართველ ფეხბურთესლ არ უთამაშია. პირველივე წუთებდიან მოედანზე მხოლოდ მეკარე გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩდნენ, ნიკა კაჭარავამ კი შეცვლაზე ითამაშა.

მეოდანზე არ იყო მურთაზ დაუშვილი, რომელსაც მიკრო-ტრავმა აღმოაჩნდა – თუმცა, სახიფათო არაფერია და გამოცდილი ნახევარმცველი გუნდს მალე დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ნიკა კაჭარავამ დიდი ხნის შემდეგ პირველად ითამაშა დამცავი ნიღბის გარეშე, რომელიც სახის ტრავმის შემდეგ ლამის მის განუყოფელ ატრიბუტად იქცა.

მსგავსი