ქეცბაიას გაწვრთნილების სენსაცია - კვიპროსის ნაკრებმა გასვლაზე ისრაელი დაამარცხა #1TVSPORT
ქეცბაიას გაწვრთნილების სენსაცია - კვიპროსის ნაკრებმა გასვლაზე ისრაელი დაამარცხა #1TVSPORT

კვიპროსის ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მეორე გამარჯვება მოიპოვა. ეს ამხანაგურ თამაშში მოხდა – კვიპროსმა სტუმრად ისრაელს 3:2 მოუგო, მაგრამ ძლიერ გუნდთან აჩვენა, რომ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს ძალიან უხერხული მეტოქე შეხვდა.

პირველი ტაიმი კვიპროსმა შესანიშნავად ჩაატარა და ხარალამბუსის და პიტასის გოლებით 2:0 მოიგო. მაგრამ მეორე ტაიმის ბოლოსკენ ორ წუთში ქეცბაიას გაწვრთნილებმა ორი გოლი გაუშვეს – ისრაელმა ანგარიში 66-ე და 67-ე წუთებში გლუჩისა და ბარიბოს გოლებით გაათანაბრა.

თუმცა ისრაელის გოლებმა კვიპროსის ნაკრები არ გატეხა. 82-ე წუთზე მიხალის იოანუმ საჯარიმოს გარედან შესანიშნავი დარტყმის წყალობით, სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2 კვიპროსის ეროვნული გუნდის სასარგებლოდ.