ქეცბაიას ფავორიტი ქართველების „აპოელია“ - ერთადერთი საქართველოს ნაკრებთან მოხვედრა არ მსურდა #1TVSPORT
ქეცბაიას ფავორიტი ქართველების „აპოელია“ - ერთადერთი საქართველოს ნაკრებთან მოხვედრა არ მსურდა #1TVSPORT

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ ტელეკომპანია SIGMA-ზე სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდი იყო, რომელთანაც ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში მოხვედრა არ სურდა

„ეს იყო ერთადერთი ეროვნული ნაკრები, რომელთან მოხვედრაც არ მინდოდა. 30 წელზე მეტია კვიპროსში ვცხოვრობ, მაგრამ ეს ჩემი ქვეყანააა, საქართველო, სადაც გავიზარდე, ნაკრებში ვთამაშობდი და შემდეგ მთავარი მწვრთნელიც ვიყავი. ეს იყო და იქნება ჩემი ქვეყანა, რაც არ უნდა მოხდეს“, – ამბობს თემურ ქეცბაია.

მან კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარეობაზე ისაუბრა და ქართული სამეულის (ქვილითაია, დვალი, დაუშვილი) „აპოელის“ ლიდერობას სამართლიანი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი დასრულდა ფინალურ ექვსეულში მოხვედრილი კლუბები გაირკვა – „აპოელი“ ლიდერია, ხოლო ლორია და ებრალიძის „ანორთოსისი“ მე-9 ადგილზე გავიდა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

„ვფიქრობ, ექვსეულში ის გუნდები მოხვდნენ, ვინც ლიგაში საუკეთესოა. ტოპ 6-ში „აპოელი“ ლიდერობს, რომელმაც აჩვენა, რომ კარგი გუნდია, რომელიც პირველ ადგილს სამართლიანად იკავებს. ახლა იწყება ნამდვილი ჩემპიონატი. გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს პირველი ოთხეულის გუნდია და მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო თამაშები გველის“, – აცხადებს თემურ ქეცბაია.