ქეცბაიას „ანორთოსისს“ პრობლემა შეექმნა - ლორია ლიდერთან დაშავდა #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისს“ პრობლემა შეექმნა - ლორია ლიდერთან დაშავდა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ 14 მატჩში არ დამარცხებულა, მაგრამ ახლა გუნდი დიდი პრობლემის წინაშე დადგა – გუნდის და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ტრავმირებულია.

ქართველი მეკარე კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლიმასოლის „აპოლონთან“ მატჩის (2:2) საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე დაშავდა – მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პრობლემის მასშტაბი დადგინდება.

რამდენიმე კვიპროსული გამოცემა ერთდროულად წერს, რომ ბოლო მონაცემებით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ქართველი მეკარე აეკ-თან ფინალური ექვსეულის პირველ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

თუმცა, „ანორთოსისში“ ყველა ელოდება სამედიცინო შემოწმების შედეგებს და იმედოვნებს, რომ სერიოზული არაფერი იქნება და გამოცდილი მეკარე მომდევნო თამაშებისთვის მზად იქნება.