ქეცბაიას „ანორთოსისის“ მტკივნეული მარცხი
ქეცბაიას „ანორთოსისის“ მტკივნეული მარცხი

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მტკივნეული მარცხი განიცადა – კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში თემურ ქეცბაიას გუნდი ნიქოზიას „ომონიას“ დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.

ეს მატჩი პრინციპული წინა სეზონის შედეგების გამო გახდა. პანდემიის გამო ჩემპიონატი რომ შეწყდა, ორივემ თანაბარი ქულები დააგროვა, მაგრამ კვიპროსის ფედერაციამ ჩემპიონად „ომონია“ გამოაცხადა, რასაც ქეცბაია უსამართლობად თვლიდა.

ნიქოზიასომონიამ“ მეტოქეს ამჯერად იოლად აჯობა. თამაშის რიტმს სრულად აკონტროლებდა და ზედიზედ მე -4 გამარჯვება იზეიმა – 3:0. მატჩის გამარჯვებული ნორვეგიელი მწვრთნელის, ჰენინგ ბერგის გუნდი დარჩა. „ანორთოსის“ სხვაობის შემცირება შეეძლო, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლა.

თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და ეს მატჩიც გამოტოვა. დანარჩენი ქართველები კი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია, რომელიც 82-ე წუთზე შეცვალეს.

ანორთოსისმა“ 16 ტურის შემდეგ 30 ქულით მეორე ადგილზე დაქვეითდა და ლიდერობა „აპოლონმა“ (32) წაართვა, „ომონია“ კი მესამე ადგილზეა (29), თუმცა, ფამაგუსტელებზე ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.