ქეცბაიას „ანორთოსისი“ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისი“ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ნიქოზიაში „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

ქართველებიდან გუნდის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ლორია იყო, ნიკა კაჭარავა მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ნიკა ნინუა ტრავმირებულია და არ უთამაშია.

„ანორთოსისი“ მე-20 წუთზე არმ ვარდამ დააწინაურა. მაგრამ ამის შემდეგ ფანაგუსტელების დაცვა ჩავარდა – ტაიმის ბოლოს წონასწორობა გამბინიამ აღადგინა, 74-ე და 83-ე წუთებზე კი გუსტავომ სტუმრებს კიდევ ორჯერ გაუტანა. საბოლოო ანგარიში 90+1 წუთზე ლაზაროს ქრისტოდოლოპულოსმა დააფიქსირა – 3:1 „ოლიმპიაკოსის“ სასარგებლოდ.

„ანორთოსისი“ 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-7 პოზიციაზეა. მაგრამ პაეკ-თან მატჩი გამოტოვებული აქვს გასამართი და მოგების შემთხვევაში თემურ ქეცბაიას გუნდი მეოთხეადგილოსან „ოლიმპიაკოსს“ დაეწევა.

დატოვე კომენტარი