ქეცბაიას „ანორთოსისი“ დამარცხდა - ეს არ იყო გუნდი, რომელმაც ევროპას დიდი პოტენციალი აჩვენა #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისი“ დამარცხდა - ეს არ იყო გუნდი, რომელმაც ევროპას დიდი პოტენციალი აჩვენა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ „დოხსას“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

ფამაგუსტელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ნიკა ნინუა მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, ხოლო ნიკა კაჭარავა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

„ანორთოსისის“ მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ჩემპიონატში მისი გუნდის პირველი მატჩის და მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ჩვენ სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. სამწუხაროდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. ჩვენი ბრალია თუ არა, ფეხბურთელები კარგი განწყობით რომ ვერ თამაშობდნენ? ამაზე პასუხისმგებელი მაინც ვარ. წინ მთელი ჩემპიონატია, ჩვენი შეცდომები რომ გამოვასწოროთ და დღევანდელზე უკეთ ვითამაშოთ.

დღეს ჩვენი გუნდი ვერ ვიცანი. არ ვიყავით ის „ანორთოსისი“, როგორსაც მე ვხედავ. ეს არ იყო არც ის გუნდი, რომელმაც ევროპას აჩვენა, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს. ჩვენთვის კარგი გაკვეთილია. ხალხი მოვიდა აქ და ტრიბუნები იმედგაცრუებულმა დატოვა. ეს არ არის ის, რასაც ველოდით“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.