ქეცბაიას „ანორთოსისი“ დამარცხდა და შესაძლოა, ლიდერობა დაკარგოს
ქეცბაიას „ანორთოსისი“ დამარცხდა და შესაძლოა, ლიდერობა დაკარგოს

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში ნიქოზიაში მერვეადგილსოან „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და მოულოდნელად 2:1 დამარცხდა.

თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში ხუთიდან ერთი ქართველიც არ ათამაშა, მოედანზე კი ჯანო ანანიძე (61-ე წუთზე) და ნიკა კაჭარავა (76-ე წუთზე) მხოლოდ შეცვლაზე გამოჩდნენ. დანარჩენებიდან სამატჩო განაცხადში მხოლოდ გიორგი ლორია იყო, ბუბა დაუშვილი დისკვალიფიცირებულია, ხოლო თორნიკე ოქრიაშილი ჯერაც მკურნალობს. თუმცა, ფამაგუსტელთა ოფიციალური გევრდის ცნობით, ძირითად შემადგენლობაში თავიდან ლორიაც იყო დასახელებული, მაგრამ მერე სათადარიგოებში იჯდა.

ნიქოზიელები 41-ე და 89-ე წუთებზე გატანილი გოლებით 2:0 დაწინაურდნენ, „ანორთოსისმა” 90+1-ე წუთზე მიხალ დურიშის გოლით მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა. ეს ერთადერთი ბურთიც სლოვაკმა ფეხბურთელმა ნიკა კაჭარავას საგოლე გადაცემით გაიტანა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო. ამის მიხუედავად, 19 ტურის შემდეგ 38 ქულით გუნდი მაინც პიორველ ადგილზეა და ნიქოზიას „ომონიას” 2 ქულით უსწრებს, მაგრამ ნიქოზიელებმა ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარეს, 9 თებერვალს ახნას „ეთნიკოსს” ხვდებიან და მოგების შემთხვევაში ფამაგუსტელებს პირველი ადგილს წაართმევენ.