ქეცბაიამ ქართველების გამგზავრებაზე ილაპარაკა - ფეხბურთელებს ოჯახებზე ზრუნვას ვერ ავუკრძალავ
ქეცბაიამ ქართველების გამგზავრებაზე ილაპარაკა - ფეხბურთელებს ოჯახებზე ზრუნვას ვერ ავუკრძალავ

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ რადიო Super Sport FM 104.0-ზე მურთაზ დაუშვილისა და ჯანო ანანიძის საქართველოში გამომგზავრებაზე ისაუბრა.

„ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა, გუნდის ქართველმა მოთამაშეებმა სამშობლოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეს.

„დაუშვილმა მითხრა, რომ ღამით ვერ იძინებდა, რადგან მისი შვილები და მეუღლე საქართველოში იყვნენ. ოჯახის წევრების ჩამოსვლას ელოდა. მაგრამ, მერე მათი საქართველოში დაბრუნება ძნელი იქნებოდა, რადგან აეროპორტები, ფაქტობრივად, დაკეტილია. ასეთივე ვითარებაში იყო ანანიძეც – მათ საკუთარი ოჯახი მარტო არ მიატოვეს. მე კი არ შემიძლია ფეხბურთელები იმიტომ გავაჩერო, რომ მათ გუნდთან ხელშეკრულება აკავშირებთ” – ამბობს ქეცბაია.