ქეცბაიამ ნინუაზე ილაპარაკა - მას პაოკ-ის დახმარება შეუძლია
ქეცბაიამ ნინუაზე ილაპარაკა - მას პაოკ-ის დახმარება შეუძლია

„გასულ წელს ნიკა ნინუამ, თბილისის „დინამოს“ გაჩემპიონებაში დიდი როლი ითამაშა და მიმაჩნია, რომ იგი პაოკ-საც დაეხმარება“, – ასე უპასუხა თემურ ქეცბაიამ ბერძნულ გამოცემა „სპორტ24″-ის ჟურნალისტის კითხვას, გააძლიერებს თუ არა ნიკა ნინუა სალონიკის პაოკ-ს.

ბერძნული მედიის მტკიცებით, თბილისის „დინამოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის ბერძნულ კლუბ პაოკ-ში ტრანსფერი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მთავარი მწვრთნელის თქმით, ნინუას ლიდერის თვისებები გააჩნია.

„ის ტექნიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული და ძალიან კარგი დარტყმები აქვს. ის პატარა ასაკიდან თამაშობს და ყოველთვის წამყვანი ფიგურა იყო. ნიკა შესანიშნავი პიროვნება და მოთამაშეა. მისმა თანაგუნდელებმა კაპიტნად ამის გამო აირჩიეს”, – აცხადებს თემურ ქეცბაია.