ქეცბაიამ ნაკრებში ნატურალიზებული მოთამაშეები გამოიძახა - კვიპროსმა საქართველოსთან მატჩამდე მეკარე და მცველი დაიმატა #1TVSPORT
ქეცბაიამ ნაკრებში ნატურალიზებული მოთამაშეები გამოიძახა - კვიპროსმა საქართველოსთან მატჩამდე მეკარე და მცველი დაიმატა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ მოულოდნელად ორი ახალი მოთამაშე მიიწვია ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩისთვის საქართველოსა და ნორვეგიის წინააღმდეგ სათამაშოდ, – ინფორმაციას Goal.com.cy ავრცელებს.

„კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია ელოდება დადასტურებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ ანდერსონ კორეას და ჟოელ მალის კვიპროსის მოქალაქეობა მიანიჭონ. პასპორტის აღება მხოლოდ დროის საკითხია. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში გვაცნობეს, დიდი ალბათობით, ყველაფერი დროულად გაკეთდება და ქართველი მწვრთნელი ნაკრების ორ ახალ წევრს გამოიძახებს“, – წერს გამოცემა.

ანდერსონ კორეა ბრაზილიელია. 32 წლის მცველი მარცხენა ფლანგზე თამაშობს. „სან პაულოს“ მოთამაშე ჯერ „ბოავიშტაში“ გადავიდა, ხოლო 2017 წელს კვიპროსში მიიწვიეს და ჯერ „ნეა სალამინაში“ ჩაირიცხა, ხოლო 2020 წელს თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისში“ აიყვანა, სადაც დღემდე თამაშობს.

ჯოელ მალი შვეიცარიელი მეკარეა, რომელიც ლიგიდან გავარდნილი ნიქოზიას „ოლიმპიაკოსის“ კარს იცავს. იყო შვეიცარიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი (5 მატჩი), უთამაშია „არაუში“, „გრასჰოპერსში“, გერმანულ „დარმშტადტში“. კვიპროსში 2018 წელს გადავიდა – ჯერ იყო „პაფოსი“, შემდეგ „აპოლონი“ და აეკ-ი, ხოლო 2021 წლიდან „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა.