ქეცბაიამ „ანორთოსისს“ 5 მილიონი ევრო მოუტანა - კვიპროსმა უეფა-ს რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა #1TVSPORT
ქეცბაიამ „ანორთოსისს“ 5 მილიონი ევრო მოუტანა - კვიპროსმა უეფა-ს რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმაკონფერენცლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „გენტთან“ გამარჯვებამ (1:0) დიდი სარგებელი მოუტანა და კვიპროსიც ახეირა.

ცნობილია, რომ კონფერენცლიგაზე, წმინდა მორალურის გარდა, გუნდი მატერიალურადაც მნიშვნელოვან სარგებლობას ნახულობბს. ამ მოგებით კი ფამაგუსტას გუნდი უეფასგან 500 ათასი ევროს მიიღებს. მაგრამ ეს მიზერია იმასთან შედარებით, რაც უკვე გამოიმუშავა.

გუნდმა გამოსვლა ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო, სადაც ვენის „რაპიდთან“ დამარცხდა და 280 000 ევრო მიიღო. ამის შემდეგ გუნდი კონფერენციათა ლიგაზე გადაერთო, სადაც ოპლეი ოფში ისრაელის ბეერ-შევასჰაპოლი“ დაამარცხა და გუნდის ბიუჯეტი კიდევ 750,000 ევროთი გაიზარდა, ხოლო კონფერენციათა ლიგის ჯგუფში შესვლით ქეცბაიამ გუნდის შემოსავალი 2,940 მლნ ევროთი გაიზარდა.

ამ 4 მილიონ ევროს დაემატა ჯგუფში ორი ფრის და ერთი მოგებით მიღებული 832 ათასი ევრო – მოგებაზე გუნდი 500,000 ევროს იღებს, ხოლო ფრეზე – 166,000 ევროს. ანუ „ანორთოსისის“ ბიუჯეტი, რომელიც ტურნირამდე 14 მილიონი იყო, თითქმის 5 მილიონი ევროთი გაიზარდა.

გარდა ამისა, „ანორთოსისის“ წარმატებულმა გამოსვლამ კვიპროსი უეფას რეიტინგში მე-17 ადგილზეა. მაგრამ მიმდინარე სეზონის მე-15 ადგილზე დააწინაურდა და არის შანსი, მისი გუნდებსი წარმატების შემთხვევაშ საუკეთესოთა 15-ში მოხვდეს, რაც ქვეყანას ჩემპიონთა ლიგაზე 2 გუნდის გაყვანის უფლებას მისცეს.