ქეცბაიამ „ანორთოსისი“ დატოვა - ის ხელმძღვანელობის ულტიმატუმსა და ასისტენტების გაშვებას არ დათანხმდა #1TVSPORT
ქეცბაიამ „ანორთოსისი“ დატოვა - ის ხელმძღვანელობის ულტიმატუმსა და ასისტენტების გაშვებას არ დათანხმდა #1TVSPORT

ანორთოსისისა“ და თემურ ქეცბაიას თანამშრომლობა შეწყდა – ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული და ბერძნული გამოცემები ავრცელებენ.

ქართველ მწვრთნელს კვიპროსულმა კლუბმა აცნობა, რომ შეთანხმებულ კურსს არ გააგრძელებდნენ. ქეცბაიამ არ მიიღო „ანორთოსისის“ მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, რომლის თანახმადაც მისი სამწვრთნელო სტაფის 7-დან 4 წევრი უნდა წასულიყო და ორივე მხარე იძულებული გახდა კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაყრას დათანხმებოდნენ.

თემურ ქეცბაიამ გუნდი 2019 წლის ზაფხულში მეორედ ჩაიბარა და „ანორთოსისში“ სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2021 წელს მოიგო კვიპროსის თასი და შარშანვე „ანორთოსისი“ კონფერენს ლიგის ჯგუფში გაიყვანა.

„ქეცბაიასა და „ანორთოსისის“ გზები გაიყო. ქართველმა მწვრთნელმა გუნდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე კონსენსუსს ვერ მიაღწია. 54 წლის მწვრთნელს უთხრეს, რომ მისი ზოგიერთი თანამოაზრე უნდა წასულიყო, მაგრამ აეკ-ისა და „ოლიმპიაკოსის“ ყოფილი მწვრთნელი არ დათანხმდა. ბოლო შეხვედრაზე არც ერთმა მხარემ უკან არ გადადგა ნაბიჯი. ასე დასრულდა „ანორთოსისში“ ქეცბაიას მწვრთნელობის მეორე პერიოდი“, – წერს fosonline.