ქეცბაია ნინუას გაშვებას გეგმავს - ორივე თავდამსხმელი 50 ათასს ევროს იღებს, თემური კი შედეგიანობით უკმაყოფილოა #1TVSPORT
ქეცბაია ნინუას გაშვებას გეგმავს - ორივე თავდამსხმელი 50 ათასს ევროს იღებს, თემური კი შედეგიანობით უკმაყოფილოა #1TVSPORT

ანორთოსისიდან“ ნიკა კაჭარავას და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თავდამსხმელის, კაილ ლაფერტის გაშვებაზე თემურ ქეცბაიას მიღებულ გადაწყვეტილებაზე კვიპროსული მედია ახალ ინფორმაციებს ავრცელებს.

გამოცემა philenews-ის ვერსიით, ფამაგუსტელთა ქართველი მწვრთნელი გუნდიდან ნიკა ნინუასაც უშვებს, რომელიც სალონიკის პაოკ-იდან დაიმატა.

„კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ოლიმპიაკოსთან“ წაგების შემდეგ, კაილ ლაფერტით და ნიკა კაჭარავათი თემურ ქეცბაიას უკმაყოფილება მათმა დაბალმა შედეგიანობამ გამოიწვია. ქეცბაია ადრე თუ გვიან აზერ ბუსულაჯიჩსა და ნიკა ნინუასაც გაუშვებს. ამავდროულად, განზრახულია ამოწუროს ოთხი ტრანსფერის უფლება შეტევის, ნახევარდაცვის, ცენტრალური მცველისა და მარჯვენა მცველის პოზიციაზე“, – წერს გამოცემა.

philenews-ის მტკიცებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფინანსური მხარეც იყო, რადგან ორივე თავდამსხმელი საკმაოდ დიდ ხელფასს იღებდა, მაგრამ შეტევაში „ანორთოსისს“ მაინც უჭირს.

„ადმინისტრაციამ არსებულ ვითარებაში ყველაზე უმტკივნეულო გამოსავალი უნდა მოძებნოს. ოთხივეს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ფამაგუსტას გუნდთან ხელშეკრულება კიდევ 5-6 თვით აკავშირებთ, რაც გუნდის ბიუჯეტზე აისახება. ლაფერტის და კაჭარავას ერთობლივი ხელფასი თვეში დაახლოებით 50 000 ევროს შეადგენს, ჩრდილოელი ირლანდიელი თავის საბანკო ანგარიშზე 25 000 ევროზე ოდნავ მეტს იღებს, ქართველი კი – 22 000 ევროს. ფაქტობრივად, 53 წლის მწვრთნელმა თავად მიიწვია კაილ ლაფერტი და მასზე ფსონი დადო, მაგრამ „ანორთოსისში“ მისი ტრანსფერი წარუმატებლად და ფინანსურად განსაკუთრებით მტკივნეულად შეაფასა“ – წერს philenews-ი.