ქეცბაია კვიპროსის ნაკრებში წარადგინეს - სამწვრთნელო სტაფში სოსო ჭედია იმუშავებს  #1TVSPORT
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებში წარადგინეს - სამწვრთნელო სტაფში სოსო ჭედია იმუშავებს  #1TVSPORT

კვიპროსის ნაკრების ახალი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ოფიციალურად დღეს წარადგინეს. ქართველი მწვრთნელი კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში შეხვდა ორგანიზაციის პრეზიდენტს, გიორგი კუმასს და მხარეებმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.

კონტრაქტების გაფორმების დროს ცნობილი გახდა, რომ კვიპროსის ნაკრების სამწვრთნელო გუნდში ასევე შედის ქეცბაიას დიდი ხნის მეგობარი, თბილისის „დინამოს“ ექსკაპიტანი, საქართველოს ნაკრებსა და „ანორთოსისისში“ მისი ასისტენტი სოსო ჭედია.

გიორგიოს კუმასი მიესალმა თემურ ქეცბაიას, წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ ფედერაცია მის გვერდით იქნება, რათა მხარი დაუჭიროს ყველაფერში, რაც საქმის წარმატებულ წარმართვაში დასჭირდება.

ქეცბაია ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების დარჩენილ ორ თამაშში მომაზადებს, რომელიც სექტემბერში გაიამრთება, ნაკრებს ასევე ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე უხელმძღვანელებს.