ქეცბაია ბელგიაში ჩავიდა - ქართველი მწვრთნელი კვიპროსის ნაკრების მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
ქეცბაია ბელგიაში ჩავიდა - ქართველი მწვრთნელი კვიპროსის ნაკრების მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

თემურ ქეცბაია ბელგიაში ჩავიდა, სადაც კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი ქვეყნის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩებს დაესწრო.

თავიდან ქართველი სპეციალისტი ლიეჟში „სტანდარტისა“ და „ოსტენდეს“ შეხვედრაზე იყო – ლიეჟის გუნდში მისი ერთი ფეხბურთელი, კონსტანტინოს ლაიფი თამაშობს, ხოლო „ოსტენდეში“ – პანოს კატელარისი. ორივე მოთამაშე თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო.

კვირას ქეცბაია „ლევენისა“ და „შარლერუას“ მატჩზე გამოჩნდა, სადაც სტელიოს ანდრეუ თამაშობს. ქართველი მწვრთნელი კვიპროსის ნაკრებში ზაფხულში დანიშნეს და გუნდს ერთა ლიგის ბოლო ორი ტურის შეხვედრაში გაიყვანს მოედანზე.

კვიპროსის ნაკრები სექტემბერში ორ თამაშს გამართავს – 24-ში საბერძნეთთან სახლში, ხოლო 27-ში კოსოვოსთან გასვლაზე პრიშტინაში ქეცბაია სადებიუტო თამაშებისთვის ემზადება და რაც შეიძლება მეტი მოთამაშის ნახვა სურს.