ქეცბაია ახალი სეზონისთვისაც ემზადება - შესაძლოა, გუნდი ანანიძემ დატოვოს
ქეცბაია ახალი სეზონისთვისაც ემზადება - შესაძლოა, გუნდი ანანიძემ დატოვოს

გამოცემა „პროტლიმას“ ცნობით, თემურ ქეცბაია და ფამაგუსტას „ანორთოსისი“ შეგუებულები არიან იმ აზრს, რომ სეზონის შემდეგ გუნდს ჯანო ანანიძე დატოვებს.

„სეზონი შეჩერდება, ქეცბაია მზადაა, ახალი სეზონისთვის გუნდის შემადგენლობის დაკომპლექტება დაიწყოს, რომლის 90% უკვე ცნობილია. დარჩენილი და გადაუჭრელი მხოლოდ ოთხი მოთამაშის საკითხია – რაგიოსის, მანთათისის, ანანიძისა და გიორგამიდისის. დარჩენის სურვილი მხოლოდ რაგიოსს გააჩნია,“ – ამტკიცებს „პროტლიმა“.

შეგახსენებთ, რომ თურქული გამოცემა „იენიასირ“-ის (yeniasir) ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემტევ ნახევარმცველს სუპერლიგის „დენიზლისპორი“ იწვევს.