ქავთარაძე და ლობჯანიძე პოლონური გამოცემის სიაში - მათ ჩვენი კლუბების გაძლიერება შეუძლიათ
ქავთარაძე და ლობჯანიძე პოლონური გამოცემის სიაში - მათ ჩვენი კლუბების გაძლიერება შეუძლიათ

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გუჯა ლობჯანიძე, ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ბექა ქავთარაძე და გორის „დილადან“ წასული მიკოლა კოვტალიუკი პოლონურმა ინტერნეტ გამოცემა 2×45.info-მ უკონტრაქტოდ დარჩენილ იმ 25 ყველაზე საინტერესო მოთამაშეთა სიაში დაასახელა, რომლებსაც პოლონური ექსტრაკლასის კლუბების გაძლიერება შეუძლიათ.

„ბექა ქავთარაძე (21 წლის, საქართველო)

გვირჩევნია, პოლონეთში ფეხბურთელების პერსპექტივის გათვლით ჩამოყვანაზე ვიფიქროთ. ქავთარაძე ჯერ კიდევ არ არის მაღალი დონის მოთამაშე, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს. ის ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა. ამიტომ, „საბურთალოდან“ წასული თავდამსხმელი რუსეთის პირველი ლიგის ლიდერმა, „ნიჟნი ნოვგოროდმა“ გასინჯვაზე მიიწვია. თუმცა, ფაქტი არ არის, რომ რუსულ გუნდში დარჩება.

ნიკოლაი კოვტალიუკი (25, უკრაინა)

2018 წლის სეზონის მაღალი, მაგრამ საკმაოდ სწრაფი მოთამაშე. საქართველოს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა და კორეის მეორე ლიგაში წავიდა. იქ მხოლოდ ექვსი თვე გაატარა, 11 თამაშში სამი გოლი გაიტანა და გორის „დილაში“ დაბრუნდა, სადაც რეგულარულად იტანდა. ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ გორის გუნდი პატარა კლუბი იყო. კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და შემოთავაზებებს ელოდება. მას უკრაინული კლუბები იწვევენ, მათ შორის, კოვტალიუკით ლუგანსკის „ზორიაც“ დაინტერესდა.

გუჯა ლობჯანიძე (28 წლის, საქართველო)

სიაში მასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი კითხვები დაისვა, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ყაზახეთის ლიგაში კვალი დატოვა და ვითარდებოდა. მას ჯერ კიდევ აქვს რეზერვი, ამიტომ დავასახელეთ. თამაშის მახასიათებლების მიხედვით, ის ნიკა კაჭარავას მსგავსია, მაგრამ მასზე ცოტათი უკეთესიც ჩანს. უპირველესად, ის ეფექტურია – მან კიზილორდასკაისარში“ 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ის ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ზოგჯერ შესამჩნევია, რომ მას არ აქვს ფიზიკური ძალა. ამ დროისთვის ლობჯანიძეს „ასტანა“ იწვევს“, – წერს პოლონური გამოცემა.