ქაშმირის რეგიონში დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ქაშმირის რეგიონში დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ქაშმირის რეგიონის ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ნაწილში, პაკისტანის საარტილერიო დაბომბვების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ტელეკომპანია „ენ-დი-ტივის“ ინფორმაციით, დაჭრილთა შორის ერთი ქალია.

ინდოეთში აცხადებენ, რომ პაკისტანმა ნაღმმტყორცნებიც გამოიყენა. ინდოეთის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ინდოეთის ხელისუფლებამ 7 მარტს პაკისტანს მოუწოდა, შეწყვიტოს ნიუ-დელის მიერ კონტროლირებული ქაშმირის ნაწილის დაბომბვა.

ბოლო ერთ კვირაში დაბომბვების შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინდოეთში ამბობენ, რომ თუ პაკისტანელი სამხედროები დაბომბვებს არ შეწყვეტენ, მათ მოქმედებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

თავის მხრივ ოფიციალური ისლამაბადი ინდოელ სამხედროებს პაკისტანის კონტროლირებული ქაშმირის ნაწილის „არაპროვოცირებულ დაბომბვებში“ სდებს ბრალს.