ქართველმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს #1TVSPORT
ქართველმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დასრულებულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტები წარმატებულად გამოვიდნენ.

შეჯიბრების მეოთხე დღეს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ დიმიტრი მულაძე და დავით ლორიაშვილი.

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ დავით უძილაური და გიორგი მოდებაძე. ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვალერიან გიგიბერიამ და გიორგი ცოციაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის საერთო ჩათვლაში რვა ოქროს, ხუთი ვერცხლის და შვიდი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.