ქართველმა პარამსროლელმა აშშ-ს ღია ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ქართველმა პარამსროლელმა აშშ-ს ღია ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი ფორ ბენინგი პარასროლაში ღია ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირში 8 ქვეყნის 14 უძლიერესი პარამსროლელი ასპარეზობს. მათ შორის არის ქართველი სპორტსმენი ლადო ჭინჭარაული, რომელმაც 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური შაშხანიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ჭინჭარაულმა 1456.8 ქულა დააგროვა, ფინალში კი 249.9 ქულით დაასრულა გამოსვლა.

ივლისში ლადო ჭინჭარაული ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ოქტომბერში ის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომლიც ავსტრალიაში გაიმართება. აღნიშნულ პირველობაზე ქართველ პარასპორტსმენს ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების საშუალება ექნება.