ქართველმა პარაძიუდოისტებმა აშშ-ში სამი მედალი მოიპოვეს
ქართველმა პარაძიუდოისტებმა აშშ-ში სამი მედალი მოიპოვეს

საქარათველოს პარაძიუდოს ნაკრები აშშ-ს ფორტ ვეინის (ინდიანაპოლისი) გრანპრის გათამაშებიდან სამი მედლით ბრუნდება.

ზვიად გოგოჭური -100კგ.წონით კატეგორიაში ოქროს მფლობელი გახდა.ქართველმა ფალავანმა ფინალში ბრიტანელი სკელ ქრისტოფერი დაამარცხა და კიდევ ერთხელ მოუტანა ქვეყანას გამარჯვება.

ოქროს მფლობელი გახდა რევაზ ჩიკოიძეც,რომელმაც
+100კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ორგზის კორეელ მოწინააღმდეგეს-ჩიო გვანგ გიუნს სძლია.

პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი 66კგ.წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აშშ-ში მიმდინარე გრანპრი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

ნაკრები საქართველოში 6 ივლისს ბრუნდება.