ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ კიდევ ერთი შეჯიბრი მოიგო
ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ კიდევ ერთი შეჯიბრი მოიგო

ICF-ის კანოეს სპრინტში მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ, ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ სეზონი მორიგი წარმატებით დაასრულა.

წლის ბოლო შეჯიბრი „რედ ბულ ვიზისპრინტი“ (RED BULL VIZISPRINT) ზაზა ნადირაძის გამარჯვებით დასრულდა.

ქართველმა ნიჩბოსანმა ტიტულის დაცვა შეძლო. ზაზა ნადირაძე გასული წლის შეჯიბრის გამარჯვებული იყო.