ქართველმა მოთამაშეებმა „დიოშ გიორი“ დატოვეს #1TVSPORT
ქართველმა მოთამაშეებმა „დიოშ გიორი“ დატოვეს #1TVSPORT

უნგრული საფეხბურთო კლუბის, „დიოშ გიორის“ ცნობით, სარეზერვო კლუბი ორმა ქართველმა მოთამაშემ, ალექსანდრე კალანდაძემ და გიორგი ომარაშვილმა დატოვეს.

„იჯარით დამატებული ქართველი მოთამაშეები, ალექსანდრე კალანდაძე და გიორგი ომარაშვილი თავიანთ კლუბში დაბრუნდნენ. მათ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეს „დიოშ გიორისთვის“ და წარმატებებს გისურვებთ მომავალ კარიერაში“, – იუწყება საფეხბურთო კლუბის, „დიოშ გიორის“ პრეს-სამსახური.

ორი ფეხბურთელი უნგრეთში „დინამო თბილისმა“ გაუშვა. ისინი თბილისური კლუბის ახალგაზრდული გუნდის წევრები არიან – 19 წლის გიორგი ომარაშვილი ცენტარლური თავდამსხმელია, ხოლო 20 წლის სანდრო კალანდაძე – მარცხენა მცველი.

ორივე მათგანის თაობაზე „დინამომ“ „დიოშ გიორისთან“ ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება 2020 წლის სექტემბერში გააფორმა. „დიოშ გიორმა“ ორივე ქართველი ახალგაზრდა სამომავლო პერსპექტივის გათვლით დაიმატა და მთავარ გუნდში უნდა ევარჯიშათ. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, უნგრელებს კონტრაქტის საბოლოოდ გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა.