ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე პირველი დღე დაასრულეს
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე პირველი დღე დაასრულეს

იტალიის ქალაქ პადუაში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე პირველი დღის შეხვედრები დასრულდა. 196 სპორტსმენიდან 48 საუკეთესო გამოვლინდა, რომლებიც რეიტინგის საუკეთესო 16 მოფარიკავეს შეუერთდნენ და ხვალ მედლებისთვის განაგრძობენ ბრძოლას. ექვსი ქართველიდან მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება სამმა მოიპოვა. მიხეილ მარდალეიშვილი ტოპ 64-ში ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ მოხვდა. სანდრო ბაზაძემ და ვაჟა რეჭიამ კი ჯგუფურის შემდეგ კიდევ 2-2 ეტაპი გადალახეს.

ბაზაძემ ჩინელი ში ვანგი და ბრიტანელი უილიამ დეარი დაამარცხა. ვაჟა რეჭიამ ორი ურთულესი შეხვედრა ჩაატარა და ორივეში მინიმალური სხვაობით, 15-14 მოიგო, ჯერ ბელორუს ანტონ დავიდენკასთან, შემდეგ ყაზახ ნურჟან კარიმთან.

ხვალ სანდრო ბაზაძის პირველი მეტოქე კორეელი სანგუკ ჰო იქნება, მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჭია კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.