ქართველმა ლეგონერებმა ევროტურნირებზე მორიგი მატჩები ჩაატარეს #1TVSPORT

01:09, 23.07.2026

ანზორ მექვაბიშვილმა ​კრაიოვისუნივერსიტატეაში“ 75 წუთი ითამაშა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთში „ლევსკის“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

კაუნო ჟალგირისი“ კი ფარერის კუნძულებზე „კლაკსვიკს“ ესტუმრა და 0:0 ითამაშა. ქართველმა მცველმა, ანტონ თოლორდავამ ლიეტუვის ჩემპიონის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუკა ხორხელისა და გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავის „სპარტაკმა“ შინ ლაშა დვალის „ცსკა 1948“ მიიღო – 0:0. მოისწრაფიშვილმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ხორხელი 89-ე წუთზე შეცვალეს, სტუმართა რიგებში კი ლაშა დვალმა სრულად ითამაშა.

ბაშაქშეჰირისა“ და „ინტერ ტურკუს“ მატჩი 1:1 დასრულდა, საბა ხარებაშვილი​ განაცხადში არ ყოფილა. თუმცა ქართველმა მცველმა 16 ივლისს შეუცვლელად ითამაშა „ბაშაქშეჰირის“ შემადგენლობაში „პუშკაშ აკადემიასთან“ ამხანაგურ მატჩში, რომელიც უნგრელებმა 2:0 მოიგეს.

მსგავსი