ქართველმა ხელბურთელებმა მსოფლიოს ერთა ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს

22:15, 09.06.2019

გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიო ერთა ჩემპიონატის „ბე“ ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ მალტის გუნდი დღეს 26-ბურთიანი სხვაობით, შედეგით 39:13 დაამარცხეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველი ხელბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 16:7 დასრულდა.

თამაშის საუკეთესო მოთამაშეებად მარცხენა გარემარბი ჟაკ შეიფრეტი (მალტა) და უკანახაზელი ნიკოლოზ კალანდაძე (საქართველო) დაასახელეს.

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და B ჯგუფის სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდა.

10 ივნისი.

10:00 აზერბაიჯანი – დიდი ბრიტანეთი.

12:00 კოლუმბია – კუბა.

14:00 ინდოეთი – ჩინეთი.

16:00 აშშ – მალტა.

18:00 საქართველო – ირლანდია.

20:00 ნიგერია – ბულგარეთი.

მსგავსი