ქართველმა „გიოტებორგს“ მოაგებინა - ხარაიშვილის გოლი და საგოლე
ქართველმა „გიოტებორგს“ მოაგებინა - ხარაიშვილის გოლი და საგოლე

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებისა და „გიოტებორგის“ შემტევმა სტოკჰოლმის აიკ-თან შეხვედრაში ანგარიში 45+1-ე წუთზე გახსნა: ქართველმა ჯარიმა შეასრულა და ეფექტური გოლის ავტორი გახდა, წელს კი პირველად გაიტანა.

ხარაიშვილი მეორე ტაიმში კიდევ ერთი საგოლე შეტევის აქტიური მონაწილე გახდა: 65-ე წუთზე წამოწყებული შეტევა პატრიკ ლარსონ-ლაგემიურს გაუგრძელა, რომელმაც მეტოქის კარი მეორედ აიღო: საბოლოოდ, „გიოტებორგმა“ 3:0 მოიგო, აიკ-ს გადაასწრო და 10 ქულით მეხუთე ადგილზე დაწინაურდა.

დატოვე კომენტარი