ქართველმა ფრენბურთელებმა, „ევზას“ გათამაშება გამარჯვებით დაიწყეს

21:51, 23.11.2017

ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე, დღეს სტარტი აიღო, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ზონალურმა თასის გათამაშებამ, 17 წლამდელ გოგონათა ნაკრებებს შორის.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა, პირველ შეხვედრაში, ესტონეთის ოლიმპიური ნაკრები საერთო ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

შეგახსნებთ, რომ ამავე ქვეჯგუფში, საქართველოს და ესტონეთი გარდა: ლიტვის, ლატვიის, სომხეთის და უკრაინის ოლიმპიური ნაკრებებიც ასპარეზობენ. საქართველოს 17 წლამდე ნაკრები, მორიგ შეხვედრებს, ხვალ ჩაატარებს. ხათუნა გიორგაძის გუნდი, 11 საათზე, სომხეთს შეხვდება, ხოლო 17 საათზე, უკრაინას დაუპირისპირდება

მსგავსი