ქართველმა ფეხბურთელებმა #Stayathomechallange გამოწვევას უპასუხეს (ვიდეო)
ვოლგოგრადის „როტორის“ თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძე თანაგუნდელის, ნიკა ყიფიანის გამოწვევას გამოეხმაურა და #Stayathomechallange-ში მონაწილეობა მიიღო.
თავის მხრივ, მიქელთაძემ ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელები, ხვიჩა კვარაცხელია და ზუკა დავითაშვილი გამოწივია.
#StayAtHomeChallenge от Хвичи Кварацхелиии🧴🧻 pic.twitter.com/mQ22jmfXaA
— «Рубин» Казань (@fcrk) March 18, 2020
#Stayathomechallange არის კორონავირუსის დროს ფეხბურთელებში პოპულარულად ქცეული ჩელენჯი – თამაშების და ვარჯიშების შეჩერების გამო, ფეხბურთელები სახლში ტუალეტის ქაღალდით ჟონგლიორობენ.
