ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 9 აგვისტოს, ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა, რომელიც უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტის კბილებით გაწევას გულისხმობს.

ეს რეკორდი აქამდე ეკუთვნოდა ეგვიპტელ ათლეტს, რომელმაც 15 ტონისა და 730 კილოგრამის გაწევა მოახერხა. ბაგრატ ჟღენტმა კი რეკორდი მნიშვნელოვნად გაზარდა და ახალი შედეგი დააფიქსირა – 16 ტონა.