ქართველის ყოფილი თანაგუნდელი კლუბს უჩივის - „კაისარიდან“  სხვა ლეგიონერებიც მიდიან
ქართველის ყოფილი თანაგუნდელი კლუბს უჩივის - „კაისარიდან“  სხვა ლეგიონერებიც მიდიან

საქართელოს ნაკრების და ყაზახური ყიზილორდასკაისარის“ თავდასხმელმა გუჯა ლობჯანიძემ ყაზახურ გამოცემა „სპორტსთან“ ინტერვიუში არ დამალა, რომ გუნდის მიერ ხელფასების შემცირებით უკმაყოფილოა, მაგრამ არ გაუმხელია, რომ მისი თანაგუნდელი ლეგიონერებივით გუნდის დატოვებას აპირებს თუ არა.

ყაზახურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა „კაისარმა“ მოთამაშეების ხელფასები 80 პროცენტით დააკლო, რაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

ლობჯანიძის, აწ უკვე ყოფილმა თანაგუნდელმა, ხორვატმა ფეხბურთელმა ივან პეშიჩმა კი „კაისარი“ დატოვა და ხორვატულ გამოცემა „სპორტსკე ნოვოსტისთან“ ღიად ილაპარაკა, გუნდიდან რატომ წამოვიდა და რომ მასთან ერთად, მისი ყოფილი თანაგუნდელებიც კლუბს ფიფა-ში უჩივიან.

„კლუბის მფლობელი ქალაქი კიზილორდაა, რომლის ხელმძღვანელობამაც უკვე მიმდინარე სეზონის ბიუჯეტი 34% -ით შეგვიმცირა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალაქის მმართველობაში ახალი ხალხი მოვიდა. ყაზახეთში ასეთები ხშირად ხდება. ეს ადამიანები ქალაქში სპორტის როლს ვერ ხედავენ და ბიუჯეტი მარტივად შეამცირეს. ფეხბურთელებიდან შემცირებულ ხელფასებზე თამაშს ზოგი დათანხმდა, ზოგმაც, როგორც მე, კონტრაქტი გაწყვიტა. მე უკვე ფიფა-ს მივმართე და სამართლიანობის ძებნა მომიწევს. მათ შორის, ვინც ახალ პირობებს არ დათანხმდა – რვა უცხოელი მოთამაშე და სამი მწვრთნელია. მე გუნდი პირველმა დავტოვე, მომავალ კვირას გუნდიდან უფრო მეტის მოთამაშის წასვლაა მოსალოდნელი“, – ამბობს „კაისარის“ ყოფილი მოთამაშე.