ქართველის თანაგუნდელი ბელარუსის ჩემპიონატის შეჩერებას ითხოვს
ქართველის თანაგუნდელი ბელარუსის ჩემპიონატის შეჩერებას ითხოვს

გროდნოსნემანის” რუსი მცველი ანდრეი ვასილიევი კოროვირუსული პანდემიის კონტექსტში ბელარუსში მატჩების ჩატარება სახიფათოდ მიიჩნევს.

„ბელორუსის ჩემპიონატისადმი მზარდი ინტერესი იგრძნობა. გამოდის, რომ სანახავი მეტი არაფერია. მე ვიცი, რომ მაუწყებლობის უფლებები შეიძინეს რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში. ჩვენი ტურნირის შესახებ New York Times-მაც კი დაწერა. ეს გასაგებია. სპორტის გარეშე ცხოვრება რთულია. ჩემპიონატის გაგრძელებაზე კი პირადად ჩემი აზრი ასეთია – თუ მთელ მსოფლიოში ყველა სპორტული ტურნირი უკვე შეჩერებულია, უნდა დავფიქრდეთ, თამაში უნდა გავაგრძელოთ? ყოველივე ამის შემდეგ, შესაძლოა, უფრო უარესი მოგვივიდეს. მესმის, რომ ბელარუსის ფედერაციაში პასუხისმგებელი ადამიანები არიან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ უეფა-მ რეკომენდაცია გაუწია, რომ ყველა ჩემპიონატი შეჩერდეს. ჩემი აზრია, რომ ამაზეც დაფიქრება გვჭირდება“ – ამბობს „ნემანის“ ფეხბურთელი.

ანდრეი ვასილიევის თქმით, ეს მხოლოდ მის აზრი არაა: „არიან ფეხბურთელები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჩემპიონატის გაგრძელებას. ასეთი მკაცრი პოზიცია არ მაქვს, მაგრამ ასეთ პირობებში თამაში კომფორტული არაა. ჩვენ მხოლოდ ორი ტური ჩავატარეთ და პაუზას უფრო მტკივნეულად გადავიტანთ, ვიდრე სხვა ლიგებში, სადაც ფინალური ეტაპი უკვე მიმდინარეობს“.

შეგახსენებთ, რომ გროდნოს „ნემანში“ ქართველი მცველი გიორგი ქანთარია თამაშობს, ხოლო სოლიგორსკსი „შახტარში“ – გეგა დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე.