ქართველის სუპერგოლები საბერძნეთში - პირლოსთან ერთად, პენალტს არაბულის სტილშიც შეასრულებენ (ვიდეო)

ბაჩო არაბულმა საბერძნეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და თავი დუბლით გამოიჩინა. მისმა გუნდმა, აუტსაიდერმალამიამ“ კი მეოერადგილოსან სალონიკის „არისს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

26 წლის ქართველი თავდამსხმელი „ლამის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ლამიაში“ გუგა ფალავნადიშვილმაც ითამაშა, რომელიც მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.

არაბულმა მე-9 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა. მაგრამ იმდენად უჩვეულო სტილში შეასრულა, მთავარი არბიტრი დააბნია და ჯერ ყვითელი ბარათი აჩვენა და როგორც ჩანს, გოლის გაუქმებას აპირებდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, გოლიც ჩათვალა და ბარათიც გააუქმა.

ეს იმდენად უჩვეულოდ შესრულებული პენალტი იყო, ბერძნული გამოცემები ვარაუდობენ, რომ პანენკას და პირლოს პენალტების სტილივით პოპულარული გახდება და მალე მსოფლიოში პენალტის არაბულის სტილში შემსრულებლებიც გამოჩნდებიან.

მაგრამ პენალტიც კი გადაფარა გოლმა, რომელიც არაბულმა მე-17 წუთზე გაიტანა და დუბლი გაიფორმა. საჯარიმოში თანაგუნდელის მიწოდებული ბურთი ე.წ. „მაკრატელათი“ გაიტანა და საბოლოოდ, „ლამიას“ სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა 2:0.

საბერძნეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის შემდეგ „ლამიამ“ პირველი მოგება იზეიმა და 5 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა. მაგრამ პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო, გუნდმა მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და ორი მოგებით მე-12 ადგილზე დაწინაურების შანსი გააჩნია.