ქართველის პირველი გოლი ავსტრალიის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველის პირველი გოლი ავსტრალიის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ავსტრალიის ჩემპიონატში გოლის გაიტანა.

ამ წუთებში სამხრეთ ნახევარსფეროს კონტინენტის ჩემპიონატში („ა“ ლიგა) მეორე ტურის შეხვედრა „სიდნეი უონდერერსსა“ და „ნიუკასლ ჯეტსის“ შორის მიმდინარეობს, სადაც 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მეცხრამეტე წუთზე პენალტი გაიტაა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

42-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და მატჩის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. ბექა მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეტსის“ ძირითად შემადგენლობაში პირველ ტურშიც იყო და შეუცვლელად ითამაშა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ავსტრალიაში თამაშობს.

24 წლის თავდამსხმელმა „ნიუკასლ ჯეტსთან“ ორწლიანი კონტრაქტი აგვისტოში გააფორმა.