ქართველი ველოსიპედისტების ისტორიული მიღწევა - ორი ოქრო პორტუგალიურ ტურნირზე #1TVSPORT
ქართველი ველოსიპედისტების ისტორიული მიღწევა - ორი ოქრო პორტუგალიურ ტურნირზე #1TVSPORT

საქართველოს ველოსპორტის ნაკრებმა სენსაციური შედეგები დააფიქსირა ბენტო პესოას საერთაშორისო თასზე, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ანადიაში გაიმართა.

შეჯიბრის პირველ დღეს შესანიშნავად იასპარეზა მიხეილ ხუჭუამ, რომელმაც ორ დისციპლინაში გამარჯვება მოიპოვა – ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა როგორც გამოვარდნით რბოლაში, ისე სკრეჩის რბოლაში. ამავე დისციპლინაში მესამე ადგილი ასევე ქართველმა ველოსიპედისტმა, გიორგი გაბრიჭიძემ დაიკავა.

მეორე დღესაც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს: მიხეილ ხუჭუამ სკრეჩის რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო გიორგი გაბრიჭიძემ ქულებით რბოლაში (ფოინთ რეისი) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ველოსპორტში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ისტორიული შედეგია.