ქართველი თავდამსხმელის გუნდში პრობლემებია - „კაისარში“ ლეგიონერები ხელფასების შემცირებას არ ეთანხმებიან
ქართველი თავდამსხმელის გუნდში პრობლემებია - „კაისარში“ ლეგიონერები ხელფასების შემცირებას არ ეთანხმებიან

ყაზახეთის თასის ამჟამინდელი მფლობელი კიზილორდასკაისარი“ (სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გუჯა ლობჯანიძე თამაშობს) კორონავირუსის პანდემიის დროს წარმოქმნილმა ფინანსურმა კრიზისმა სერიოზულად დააზარალა, – იტყობინება გამოცემა „ყაზფუტბოლი“.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ კლუბის ბიუჯეტი 4,5 მილიარდი ტენგე (10,8 მილიონი დოლარი) იყო. პანდემიის გამო, ის 3 მილიარდ ტენგემდე (7,2 მილიონი დოლარი) უნდა შემცირებულიყო. ახლა შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, კლუბის ბიუჯეტი თითქმის განახევრდეს და კიდევ 500 მილიონი ან მილიარდი ტენგე ჩამოაჭრან. ანუ ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდება (6 მილიონიდან 4,8 მილიონ დოლარამდე). როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კიზილორდას რეგიონის აკიმის (გუბერნატორის) მოადგილე გუნდს შეხვდა და ბიუჯეტის შემცირებებზე ესაუბრა. „კაისარის“ მენეჯმენტმა ფეხბურთელებს და მწვრთნელებს შესთავაზა, რომ ხელფასები წლის ბოლომდე 20 პროცენტით შეამცირონ. ყველა მოთამაშე, გარდა ივან პესიჩისა, რომელმაც კლუბი საერთოდ დატოვა, და კიდევ ერთი ლეგიონერი, რომლის სახელი უცნობია, წინადადებას არ დათანხმდნენ. ამ დროისთვის, კლუბში სიტუაცია დაიძაბა, რადგან ლეგიონერების გარდა, შეთავაზებას არც მწვრთნელები ეთანხმებიან“, – წერს გამოცემა.

გოლი ელგუჯა ლობჟანიძე „თარაზიდან“ „კაიზერში“ ზამთარში გადავიდა. მიმდინარე სეზონში, ყაზახეთის პრემიერ ლიგის პირველ ორ ტურში გუნდმა ორი შეხვედრა მოიგო და ორივე მინიმალური ანგარიშით 1:0 და ქულათა მაქსიმუმიმი დააგროვა. ორვე გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა და ამ მაჩვენებლით, ლობჟანიძე ყაზახეთის პრემიერლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა.