ქართველი საფეხბურთო სტატისტიკოსი IFFHS-ის მონაცემებს აკრიტიკებს - რეალურად, გია კვარაცხელია მე-15 ადგილზეა
ქართველი საფეხბურთო სტატისტიკოსი IFFHS-ის მონაცემებს აკრიტიკებს - რეალურად, გია კვარაცხელია მე-15 ადგილზეა

ცნობილი ქართველი საფეხბურთო სტატისტიკოსი დავით ჭინჭარაული (ფეისბუქზე ცნობილი საფეხბურთო გვერდის, Tchintcharauli collection საფეხბურთო კოლექციონერები-ისადმინი“) IFFHS-ის წარმოდგენილ სტატისტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რეალურად, გია კვარაცხელია ყველაზე შედეგიან მცველებში მე-15 ადგილზე ყოფნას იმსახურებს.

IFFHS-მ 20-ე ადგილი მიაკუთვნა გია კვარაცხელიას, რომელსაც მხოლოდ 65 გოლი დაუთვალეს, გაცილებით ნაკლები ვიდრე რეალურად აქვს, აქედან 56 გოლი მოდის საქართველოს, ლატვიის ლიეტუვისა და ბელორუსიის ჩემპიონატებზე, ოთხი თასის გათამაშებაში და ხუთი ევროთასებზე, ეროვნულ ჩემპიონატებსა და ევროთასებზე გატანილი გოლები სწორია, ხოლო სათასო მატჩებში მხოლოდ ოთხი გოლი სიმართლეს არ შეეფერება“, – წერს სოციალურ ქსელში დავით ჭინჭარაული.

სტატისტიკოსი ამ ცდომილებებზეც წერს: „2000-2001 სეზონიდან მოყოლებული მხოლოდ საქართველოს თასზე შვიდი გოლი გაიტანა, არასრული მონაცემებით სამი გოლი აქვს გატანილი ლატვიისა და ბელორუსის თასის გათამაშებაში, მხოლოდ ამ მონცემებით 71 გოლი უგროვდება და რეიტინგში მე-15 ადგილზე უნდა იყოს, სულ კი მის კარიერაში ეროვნული ჩემპიონატების მთავარ ლიგაში თასზე და ევროთასებზე 83 გოლი ირიცხება, ამის გარდა კიდევ 14 გოლი საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში აქვს გატანილი, ორი გოლი ასაკობრივ ნაკრებებში და ერთიც, 2000 წელს – ახალგაზრდულ ნაკრებში“.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო კავშირის (IFFHS) მიერ შედგენილ XXI საუკუნის ყველაზე შედეგიან მცველებში საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილი მოთამაშე გია კვარაცხელია მე-20 ადგილზე გავიდა.

დატოვე კომენტარი