ქართველი „რუბინის“ ათწლეულის ნაკრებში დაასახელეს
ქართველი „რუბინის“ ათწლეულის ნაკრებში დაასახელეს
გამოცემა „ბიზნეს გაზეტამ“ ყაზანის „რუბინში“ 2010 წლის შემდეგ ჩარიცხული ფეხბურთელებისგან შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში საბა კვირკველიაც დაასახელა.
 
„დაცვის ცენტრში ცეზარ ნავასთან საბა კვირკველია შევაწყვილეთ – ამ დუეტმა 2014/15 წლების სეზონში „რუბინში“ დიდი როლი ითამაშა. ესპანელი ქართველს გაზრდაში დაეხმარა და დაცვაში თამაშის გაგების განსხვავებული დონეზე აიყვანა. სწორედ „რუბინში” შენიშნეს ახალგაზრდა ქართველში დიდი პოტენციალი და მთავარ შემადგენლობაში დააწინაურეს. სალვატორ ბოკეტი და ივან მარკანოც საკმაოდ კარგები იყვნენ, მაგრამ „რუბინში” დიდხანს არ დარჩენილან. კვირკელია თამაშობდა კლუბში ოთხი განსხვავებული მწვრთნელის ხელმძღვანელობით, გახდა კლუბის ლიდერი და შემდეგ „ლოკომოტივში” ყველა შესაძლო რუსული ტიტული მოიპოვა , რითაც თავისი მაღალი დონე დაადასტურა” – წერს რუსული გამოცემა.
საბა კვირკველია ყაზანურ კლუბში ოთხი განსხვავებული მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაშობდა, გახდა კლუბის ლიდერი და მოსკოვის „ლოკომოტივში” გაემგზავრა, არა თავისი ნებით, არამედ ყაზანელთა ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ჰავი გრაციასთან უთანხმოების გამო.