ქართველი ქალი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე არ მიდიან
ქართველი ქალი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე არ მიდიან

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამ თემის ირგვლივ ძიუდოს გულშემატკივართა მხრიდან გამოხატული დიდი ინტერესის გამო, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ და მწვრთნელმა კახა მოცრაძემ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ 2019 წლის საწყის ეტაპზევე მათი ძირითადი მიზანი და პრიორიტეტი გახლდათ ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობა, რისთვისაც ფედერაციის დახმარებით მიზანმიმართულად ემზადებიან.