ქართველი ქალი ძიუდოისტები ასპარეზობას თელ-ავივის ტურნირზე დაიწყებენ
ქართველი ქალი ძიუდოისტები ასპარეზობას თელ-ავივის ტურნირზე დაიწყებენ

ქართველი ქალი ძიუდოისტების 2019 წლის პირველი ტურნირი თელ-ავივის გრან პრი იქნება. საქართველოს ღირსებას ხუთი ძიუდოისტი გოგონა დაიცავს –

– 52 კგ. მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევსკა-შუკვანი

– 57 კგ. ეთერ ლიპარტელიანი

-70 კგ. მარიამ ჭანტურია

+78 კგ. სოფიო სომხიშვილი

ტურნირი 24-26 იანვარს გაიმართება.

საგულისხმოა, რომ ქართველი ძიუდოისტები ავსტრიაში, ქალაქ მიტერსილში იმყოფებიან და შეკრებას გადიან. ავსტრიული შეკრების შემდეგ ვაჟები პარიზის დიდი მუზარადისთვის თბილისში მოემზადებიან, ხოლო გოგონები კი, როგორც უკვე აღინიშნა, თელ ავივში გაემგზავრებიან.