ქართველი პარასპორტსმენი მოსფლიო თასის 10 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა
ქართველი პარასპორტსმენი მოსფლიო თასის 10 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა

იაპონიის ქალაქ საპოროში პარასპორტსმენებს შორის თხილამურებით კროსში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა.

ტურნირზე, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო პარასპორტსმენებმა მოიყარეს თავი, საქართველოს ღირსებას თემურ დადიანი იცავდა. შვიდკილომეტრიან დისტანციაზე ასპარეზობაში ქართველი მოთხილამურე მე-10 ადგილზე გავიდა. ასევე მე-10 ადგილი დაიკავა მან ხუთკილომეტრიან დისტანციაზე შეჯიბრში. თემურ დადიანი 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების საუკეთესო პარასპორტსმენებს შორის დასახელდა. მისი მწვრთნელები ზაზა იაშვილი, თამაზ მოსაშვილი და ნიკოლოზ იაშვილი არიან.

დადიანი სამხედრო მოსამსახურეა. მან ქვედა კიდურები ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიის ფარგლებში ყოფნის დროს, ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა. ინციდენტიდან სამ წელიწადში ის აზიდვებში გინესის რეკორდსმენი გახდა.

პარასპორტსმენი სისტემატიურად მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში.