ქართველი პარასპორტსმენების კიდევ ერთი გამარჯვება – ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მსოფლიო თასზე

12:16, 08.02.2020

წოლჭიმში ნიგერიის 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებიდან ქართველი პარასპორტსმენები ოთხი მედლით ბრუნდებიან.

იაგო გორგოძემ (+107კგ. წონით კატეგორიაში) და აკაკი ჯინჭარაძემ  (-107კგ.) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ გიორგი ლაცაბიძე (+107კგ.) და აჰმად რაზმაზარი (88კგ.)

ნიგერიის მსოფლიო თასის გათამაშება, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპური თამაშების წინა სალიცენზიო ტურნირია.

 

მსგავსი