ქართველი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული ევროპის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT

15:54, 03.06.2024

ესპანეთის ქალაქ გრანადაში მიმდინარე პარამსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა 10-მეტრზე პნევმატიკური თოფიდან სროლაში 251.5 ქულა დააგროვა და ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა.

ლადო ჭინჭარაული კონტინენტის პირველობაზე გამოსვლას განაგრძობს. შეჯიბრებაზე ქართველი პარასპორტსმენი ცეცხლსასროლ დისციპლინაშიც გამოვა.

მსგავსი