ქართველი პარაძიუდოისტი ბაქოს გრან პრის გამარჯვებულია
ქართველი პარაძიუდოისტი ბაქოს გრან პრის გამარჯვებულია

საქართველოს უსინათლო ძიუდოისტთა ნაკრების წევრი გიორგი ქალდანი ბაქოში მიმდინარე გრან პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, დამატებით დროში, მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოიგო.

ბაქოს გრან პრიზე საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. გუნდს სამი ახალი სპორტსმენი დაემატა, რომლებიც შეჯიბრზე კლასიფიკაციის გასავლელად გაემგზავრნენ. ქართველი უსინათლო ძიუდოისტებისთვის 2019 წლის ბაქოს გრან პრი უმნიშვნელოვანესი ტურნირია მომავალი წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშებისთვის მზადების წინ.

აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე შეჯიბრში 36 ქვეყნის 270 პარასპორტსმენი იღებს მონაწილეობას.