ქართველი პარაძიუდოისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი პარაძიუდოისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

27 ივლისს, იტალიის 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრები კვლავ მაღალი სინჯის მედლების მფლობელი გახდა.

მთავარ მწვრთნელ ამირან მარკოიშვილის ინფორმაციით, ქართველ პარაძიუდოისტებს ძლიერ მეტოქეებთან მოუწიათ ბრძოლა. ფინალში, რევაზ ჩიკოიძემ +100 კგ. წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელი მეტოქე, ტიტულოვანი ილჰამ ზაკიევი დაამარცხა და ოქროს მფლობელი გახდა.

უძლეველ ფალავან ზვიად გოგოჭურს, ძველმა ტრამვამ შეახსენა თავი და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ის ფინალში რუს აბდულა კურამაგოვედოვთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, 26 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, ზურაბ ზურაბიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მაღალი სინჯის მედალია.

საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებით სპორტსმენებმა ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიები მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატი 28 ივლისს დასრულდება. საქართველოს ნაკრები დღეს გუნდურ შეჯიბრში იასპარეზებს. ქართველი პარაძიუდოისტები სამშობლოში 29 ივლისს დაბრუნდებიან.